logo_geo
ხათუნა ხოფერია: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... მიშას ჯვარი აქვს დასმული!..
- +

10 აგვისტო. 2019. 03:00

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჯერ მიშამ დააბოზა მრჩეველი „მეგობრები“. ახლა, ბარამიძემ გაუმყარა „არგუმენტები“. ესენი ისე მიიწევენ აღიარებითი ჩვენებებისკენ, აშკარად, ვიღაცას უგზავნიან გამაფრთხილებელ მესიჯებს.

 

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... მიშას ჯვარი აქვს დასმული. ვერანაირი შანტაჟი ვეღარ შემოაბრუნებს მას „მეგობრულ“ პოლიტპროექტებში. ერთადერთი, რაც შეიძლება მისთვის დააფინანსონ, გაზით გაგუდვა ან სიცილიური ჰალსტუხია… ბასტა!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

 

„ბოლო მომენტამდე ვცდილობდით, არ შეგვექმნა ის შთაბეჭდილება, რომ ომი გვაქვს რუსეთთან და ფართომასშტაბიანი ევაკუაციაც, ბოლო მომენტამდე ამიტომ არ განვახორციელეთ. ჩვენი მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი ამას არ იზამს და თქვენც ნუ იტყვით წინასწარ, რომ რუსეთი გეომებათო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი