logo_geo
მეგი კავთუაშვილი: მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არასდროს წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე...
- +

10 აგვისტო. 2019. 14:26

 

ჟურნალისტი მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების. რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ, რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

 

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემს „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.

 

გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.

 

რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტუმი...

 

თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“! - წერს მეგი კავთუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი