logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: გამოაქვეყნეთ და ბოლომდე გამოააშკარავეთ სააკაშვილის და მისი ნაცსექტის მოღალატეობა
- +

11 აგვისტო. 2019. 00:09

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტსს აქვეყნებს:

 

„პოლიტიკოსებს და, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გრცხვენიათ, 2007 წლის ბრძანებულებაზე ახლა რომ საუბრობთ?!

 

2007 წლის კანონზე, ბრძანებულებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე 2 წლის წინ, 2017 წლის 20 ივლისს "ობიექტივის" ღამის სტუდიაში და მეორე დღეს, 21 ივლისს "ტვ-პირველზე", ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დაწვრილებით ვილაპარაკე!

 

"ობიექტივში" ეს დოკუმენტები ფრაგმენტულად კი არა, სრულად წავიკითხე! რამდენიმე გადაცემა მივუძღვენი ამ დოკუმენტებს!

 

ხალხო, აქამდე გეძინათ?!

 

კიდევ არსებობს დოკუმენტები, ამოიღეთ და გააცანით ხალხს!

 

ეს დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც დევს, მთავრობის ადმინისტრაციაშიც და პარლამენტის აპარატშიც!

 

რეესტრიდან ამოიღეთ აგვისტოში სახელმწიფოსგან ნაჩუქარი და გაფორმებული ქონებები!

 

გამოაქვეყნეთ და ბოლომდე გამოააშკარავეთ სააკაშვილის და მისი ნაცსექტის მოღალატეობა!

 

და საერთოდ, პარლამენტში დანიშნეთ საგანგებო მოსმენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ კი დეტალურად გამოიძიოს, რა მოხდა 2008 წლის აგვისტომდე, აგვისტოში და შემდგომ თვეებში და წლებში, სად წავიდა საერთაშორისო დახმარებები!

 

დაბოლოს: მიიღეთ რეზოლუცია და დამნაშავე რეჟიმად გამოაცხადეთ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი!

 

დასაჯეთ ეს დამნაშავეები!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი