logo_geo
მარინა მოლოდინი: ჩემო ძვირფასო დუშელებო, ემიგრანტებო, ნუ გაყიდით ბინებს დუშეთში! გვპირდებიან, რომ მალე ულამაზესი ქალაქი გვექნება!
- +

11 აგვისტო. 2019. 19:39

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარინა მოლოდინი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დუშეთში ვარ! ვკითხულობ: ის როგორაა? მპასუხობენ - ის აღარაა... ვწუხვარ, ვერ გავიგე მისი გარდაცვალება! ამ სახლში ვინ ცხოვრობს ახლა? არავინ, გაყიდეს და თბილისში იყიდეს. გული მეკუმშება! ვაგრძელებ: ის როგორღაა? საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ! ის... ის?.. გარდაიცვალა! გაყიდა ბინა... სამუშაოდ წავიდა! სადაა ჩემი დუშეთი და დუშელები? ვფიქრობ... ვფიქრობ გამოსავალი სადა? ჩემო ძვირფასო დუშელებო, ემიგრანტებო, ნუ გაყიდით ბინებს დუშეთში! გვპირდებიან, რომ მალე ულამაზესი ქალაქი გვექნება! ამ ქალაქის „სული“ ხომ თითოეული თქვენგანია და თუ თქვენ აღარ იცხოვრებთ ამ ქალაქში, აღარ ჩამოხვალთ, აღარ ააჟრიამულებთ თქვენს უბნებს, მაშინ ხომ ეს ქალაქი უსულო, უცხო გახდება! დუშელებს ხომ ერთი „სენი“ გვჭირს, მივდივართ, მაგრამ გულს დუშეთში ვტოვებთ! ხოდა გავუფრთხილდეთ ჩვენს გულს - დუშეთს! ნუ გაყიდით ბინებს და ნუ აქცევთ ჩვენს ქალაქს უცხოების თავშესაფრად! ერთხელაც იქნება, ყველა დავბრუნდებით ჩვენს ქალაქში და ძველებურად ავაჟრიამულებთ ჩვენს დაცარიელებულ უბნებს! მიყვარხართ ყველა დუშელი“, - წერს მარინა მოლოდინი.

 

 

big_banner
არქივი