logo_geo
სანდრო ბრეგაძე: აბა გაბედოს ვინმემ დავით მეფის წინ გადადგომა!
- +

12 აგვისტო. 2019. 00:03

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს დიდგორობაა! 2 წლის წინ ამ დღეს პირადად, ჩემი ხელით შევიტანე ინციატივა-მოთხოვნა ბათუმის მერიაში, რომ აღმართულიყო დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლი! ქართული მარშის და ჩვენი ბათუმელი ძმების ძალისხმევით, დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ ძეგლის დადგმის ნებართვას! მერია შეგვპირდა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებდა აღმაშენებლის ძეგლის ხარჯებს, გამოაცხადებდა კონკურსს და აღმართავდა ძეგლს! როგორც ვატყობ, ამ დიდ მამულიშვილურ საქმეს აჭიანურებენ! ან დღეს ბათუმის მერია გამოაცხადებს კონკრეტულ თარიღს, თუ როდის აღიმართება ძეგლი, ან არადა, „ქართული მარში“ თავად შეაგროვებს თანხას, გამოაცხადებს კონკურსს და აღმართავს ძეგლს - აბა გაბედოს ვინმემ დავით მეფის წინ გადადგომა!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი