logo_geo
თამო კეშელავა: სირცხვილი ისაა, ბიძია, მეგობრის მოკლული შვილის სისხლით რომ ვაჭრობ!
- +

12 აგვისტო. 2019. 10:51

 

„თავხედური ტყუილი! რამდენჯერმე შემხვდა ეს ფრაზა! ერთად მოიფიქრეთ? ერთად აღმოგხდათ? რას უსხედხართ და ილანძღებით?“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ჩამოუარეთ ოპოზიციის ლიდერებს და ჰკითხეთ, რა თქვა იმ შეხვედრაზე კუპრავამ და რა მოითხოვა! აა, ლანძღვა უფრო მარტივია!

 

რატომ არ გააკეთეს განცხადებები, რატომ არ თქვეს, თუ ტყუილია? ანუ, სიმართლეა?

 

მშვენიერი, მე ჩამოვუვლი ოპიზიციის ლიდერებს, ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება ძლიერი, ვის ეყოფა ძალა სიმართლის სათქმელად, ვის ეყოფა ძალა, ზაზასკენ მიმართულ ლანძღვას წინ დაუდგეს!

 

ოჰ, ციხეშია კუპრავა და სირცხვილიაო! სირცხვილი ისაა, კუპრავას ცნობილი ადვოკატი რომ არ დაუქირავეთ! სირცხვილი ისაა, კუპრავა რომ არ გაგხსენებიათ ეს პერიოდი! სირცხვილი ისაა, კუპრავას გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერები რომ არ ააგროვეთ! და თუ პოლიტპატიმარია კუპრავა და მეტი არაფერი გააკეთეთ მის დასახსნელად, სირცხვილი თქვენ!

 

სირცხვილი ისაა, ბიძია, მეგობრის მოკლული შვილის სისხლით რომ ვაჭრობ! სირცხვილი ისაა, მეგობრის ოჯახში, ჩამწერს რომ ჩართავ! სირცხვილი ისაა, საკუთარი ამბიციების გამო, მოკლული ბავშვის სამართალს რომ გვერდით გადადებ! სირცხვილი ისაა, კარავი რომ იდგეს დავრჩებოდიო, რომ იტყვი, აჩხუბებ ზაზას, აყეფებ, კინაღამ დააჭერინებ ზაზას კარვების გამო, დაიდგმება კარვები და სახლში წახვალ!

 

არ გცოდნიათ რა არის სირცხვილი! თორემ, ცხრა თვეც უცებ გავა და რამდენი თვეც უნდა გავიდეს, ზაზა დათუნას ვეღარ ნახავს!

 

ცხრა თვე უცებ გავა და არავინ იცის, დაიჭერენ დათუნას მესამე მკვლელს, თუ არა!

 

თავხედური თქვენი განცხადებებია და ყველას ვინახავ!

 

ტყუილს თქვენ მიყვებით და რომ გიღიმით, რომ გგონიათ, დაგიჯერეთ და მერე არ ვბეჭდავ თქვენს მოტანილ ტყუილს - გწყინთ, მაგრამ თქმას ვეღარ მიბედავთ - ეგ რა არის, ნეტა, სირცხვილი, თუ თავხედობა?

 

იჩქმიტეთ, ბიძია, ერთი, გძინავთ, თუ გაგეღვიძათ უკვე!“ - წერს კეშელავა.

 

 

 

big_banner
არქივი