logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: როგორი ცინიკურია ბანკირ მამუკა ხაზარაძის სიტყვები ემიგრანტებზე...
- +

12 აგვისტო. 2019. 21:29

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორი ცინიკურია ბანკირ მამუკა ხაზარაძის სიტყვები ემიგრანტებზე...

 

„ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს...“

 

სწორედ ბანკებმა წაართვა სახლები და ბინები ამ ადამიანების უმრავლესობას და იმიტომაც წავიდნენ უცხო ქვეყნებში, რომ აქ ოჯახებს თავშესაფრები ჰქონოდათ!

 

ასეთი ცინიზმის ატანა შეუძლებელია“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი