logo_geo
ნათია ბანძელაძე: არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, არაფერს ვცნობ
- +

13 აგვისტო. 2019. 00:47

 

 

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიკრიბებით ...არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, იმიტომ, რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ არ ვიცი, სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის ,,სად ხარ" , ან ,, როდის მოხვალ-თქო"... ჰოდა, ასეა, ახლაც...

 

სათაურები არ ცვლის გარემოებას, არცერთი არ ვგიჟდებოდით ,,ხელშესახებზე", სამაგიეროდ, გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი, ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა, რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა, თამაში, რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით, ...ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით დღესასწაულად გვექცია, მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს... და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო...

 

არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო... ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ. როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს... როგორი ხარ... ყველგან ხარ და აბა რანაირად დავიჯერო, რომ შენ...... მიყვარხარ და იცოდე, არ ვცნობ სხვა რეალობას ...სახლში ახალი სათამაშო გაქვს, ზუსტად ვიცი, რომ იცი და გაგიხარდა ...კიდევ გაგახარებთ შენ. არ მოიწყინო კარგი პრრრუუუ. ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა, იმდენი სიყვარული დატოვე!!! მადლობა თქვენ, მეგობრებო, ყველა თქვენგანს წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ ...არ მოიწყინოო პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა...“, -  წერს ბანძელაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი