თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით #მაიასთვის. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის ცდილობენ სამკურნალო თანხის შეგროვებას.
54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.
მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ, როგორც რიგითი, ასევე ცნობილი ადამიანები.
ძმების ტაქსით იმგზავრა, გიგი გილიგაშვილმა, რომელმაც ძმები ემოციური სიტყვებით გაამხნევა.