logo_geo
„კეზერაშვილს ისრაელში გაასამართლებენ“ – რა აკავშირებს გალ ჰირშს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან?
- +

13 აგვისტო. 2019. 12:21

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და  საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.

 

„ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს! იარაღით უკანონო ვაჭრობა, საერთაშორისო კორუფციული გარიგებები დღეს კვლავ გააქტიურდა ისრაელის მედიაში.

 

ეს არის დღევანდელი სტატია.

 

2016 წელს, ისრაელში სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებდნენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებდა. მაშინ, გამოცემა “ჰაარეცი” წერდა, როგორ დაკითხეს ისრაელში ყოფილი გენერალი გალ ჰირში და მას სხვა ბრალდებებთან ერთად, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედება ბრალად.

 

დღეს უკვე გამოცემა „მარკერი“ წერს რომ გალ ჰირში კეზერაშვილის მრჩეველი იყო. ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები კორუფციულ გარიგებებში ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით!

 

თუ ქართველი სამართალდამცავები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, კეზერაშვილის ექსტრადირება გარდაუვალი იქნება!

 

არადა, მას ისრაელში აუცილებლად გაასამართლებენ!

 

P.S. ამ დროს კეზერაშვილი თურმე აქ ახალი ტელევიზიას ხსნის! დაგუგლეთ მაინც რაც წერს დღესაც მსოფლიო მედია კეზერაშვილზე?!“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

big_banner
არქივი