logo_geo
მაია კახიძე: მოგონებების აგვისტო - ფოტოამბავი
- +

13 აგვისტო. 2019. 14:58

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს ავრცელებს:

 

„ეს ფოტო, ზუსტად ერთი თვით ადრე გადავიღეთ მე და ბატონმა კოტემ ფიქრის გორაზე, პირველ სართულზე. ახლოვდებოდა მისი 75 წლის იუბილე და მეც ამ ამბავთან დაკავშირებით ვესტუმრე. ძალიან მიყვარდა მასთან საუბარი, ის იყო ადამიანი-ენციკლოპედია. იმდენ რამეს გასწავლიდა, თუნდაც ინტერვიუს დროს, რომ ეს მართლაც დიდი სკოლა იყო. ქალბატონი სოფიკო „საგარეო საქმეთა მინისტრს“ ეძახდა: ჭიქა წყალს არ დაისხამს თვითონ, სამაგიეროდ, ამის მოუგვარებელი არაფერიაო...

 

გული, რასაკვირველია, ძალიან მწყდება ასეთი შეუდარებელი ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდნენ, მაგრამ ბედნიერიც ვარ, სწორედ ისინი რომ დარჩნენ ჩემს გულში, მეხსიერებაში, პროფესიაში და ურთიერთობაში....

 

ბატონი კოტე მახარაძე მართლაც ასეთი იყო. მისი დარი არც მეგულება არავინ... ღმერთმა გაანათლოს...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი