logo_geo
მაია ტურაშვილი: მეტირება, მეოთხე სტადიის კიბოს ვამარცხებ
- +

13 აგვისტო. 2019. 15:07

 

გორის თეატრის მსახიობ მაია ტურაშვილს, მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. თურქეთში გამოკვლევებზე მყოფმა მაია ტურაშვილმა მის გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო.

 

„პეტის პასუხები ძალიან კარგია. იწამეთ სასწაულების, იცოდეთ, რომ მართლა არსებობს. მეტირება. მეოთხე სტადიას ვამარცხებ. ეს უფლის გარეშე ხომ შეუძლებელია. მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა. მადლობა უფალს, რომ სულ ჩემთანაა. მიყვარხართ ყველაა. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა,  ამინ!

 

მადლობა ყველას, ვინც ასე ერთგულად მიდგახართ დღემდე გვერდში. ძალა მართლაც რომ ერთობაშია! მადლობა, ვინც ერთი ლოცვა მაინც წაიკითხა ჩემთვის, ვინც ერთი სანთელი აანთო, ერთი ,,ამინ” თქვა ჩემი ჯანმრთელობის აღსადგენად. ვინც მატერიალურად, მორალურად, ფიზიკურად მედგა გვერდში და დღემდე მიდგას, ვინც იმდენ მძიმე ავადმყოფში სწორედ მე ამომარჩია და დამეხმარა, მადლობა ყველას, მადლობა ჩემს რომა ექიმს, მადლობა ჩემს ანა მაზანიშვილს უპოზიტიურეს გოგოს, რომელიც მომაკვდავსაც კი აღადგენს,  იმდენად დადებითია. მადლობა ჩემს უერთგულეს მეგობრებს. მადლობა იმ უჩინარ მადლიან ადამიანებს, ვინც დღემდე არ ვიცი, ვინ არიან, უბრალოდ მადლიანები არიან. მადლობა ჩემ ოჯახს. გაიხარეთ, უფალმა დაგლოცოთ და მძიმე განსაცდელი აგარიდოთ. მიყვარხართ. გჯეროდეთ, სასწაულები მართლა ხდება.

 

მე სიზმარშიც ვერ ვნახავდი იმ თანხას, რაც ჩემს მკურნალობაში იხარჯება. ეს იცით, რამხელა სასწაულია, სხვა რომ არ ჩავთვალო? ამდენი ხალხის სიყვარული და თანადგომა სიცოცხლეში ეს უდიდესი ბედნიერებაა. თუ არა უფალი, სხვაგვარად ეს ვერ მოხდებოდა. დამიჯერეთ. დააფასეთ ყველა წამი, ის წამები ჩვენი სიცოცხლის განუმეორებელი წამებია. მიყვარხართ!“ – წერს მსახიობი.

 

 

 

big_banner
არქივი