logo_geo
ქუთაისის ე.წ „მწვანე ბაზარში“ მომხდარმა ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო
- +

13 აგვისტო. 2019. 20:09

 

გვერდი „ქუთაისელები“ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

ქუთაისის ე.წ „მწვანე ბაზარში“ მომხდარმა ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო. ისტორია ქუთაისელ მსახიობს ერემია სვანიძეს გადახდა. პატარა იყო, როდესაც მამას ბაზარში ახლდა. იმ პერიოდში ქალი

 

იშვიათად, რომ ბაზარში გამყიდვლად დამდგარიყო. ბაზარში მხოლოდ ერთი ქალი ყოფილა, რომელიც მწვანილს ყიდდა. აი, რას ყვება მსახიობი:

„ყველა მემწვანილე კლიენტს იმ ქალთან აგზავნიდა - იმისი ჯობია დღეს მწვანილიო. მალე ამოათავებინეს და წავიდა ის ქალი სახლში. მამაჩემი იდგა და ელაპარაკებოდა ვაჭრებს. მერე ვკითხე, მამა, რატო ქნეს ასე. შვილო, ქალის დანიშნულება ოჯახის და შვილების მოვლაა და არა ბაზარში დგომაო. მაგას კარგი ქმარი მოუკვდა და გაჭირვება აყიდინებს მწვანილსო. მაგი სანამ გარეთაა, სახლში შვილები უპატრონოდ არიანო და მარტო ქალი კი არა, ბავშვებიც ზარალდებიანო. გამაოცა ამ ისტორიამ. რამხელა იყო რაინდობა ხალხში, ვაჟკაცობის მტკიცების სურვილი, კეთილშობილება და სიყვარული, რომ მემწვანილეებიც ასე რაინდებივით აზროვნებდნენ! საოცარი ქალაქი იყო ჩემი ქუთაისი“,- ყვებოდა ერემია სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი