სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ წვავს ლენინის პორტრეტს ქართველი წმინდანი გაბრიელ ურგებაძე.
„ქართველი წმიდანის გაბრიელ ურგებაძის ხატი, რომელზეც ის ლენინის პორტრეტს წვავს.
1965 წლის 1 მაისს, მაისის დღის დემონსტრაციის დროს, იერონონქმა გაბრიელმა დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი, რომელიც სსრ საქართველოს უმაღლესი საბჭოს შენობაზე ეკიდა.
ამის შემდეგ მან დაიწყო ქადაგება იქ შეკრებილ ხალხთან. მოგვიანებით, ის საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა“, - წერია სურათის აღწერაში.