logo_geo
მამა პეტრე კოლხი: რაც არ უნდა გადაყვე ადამიანს, თუ მისი გონება არ არის მზად სინათლის დასანახად, მაინც არაფერი გამოგივა...
- +

15 აგვისტო. 2019. 01:35

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაც არ უნდა გადაყვე ადამიანს, თუ მისი გონება არ არის მზად სინათლის დასანახად, მაინც არაფერი გამოგივა. ყველაზე შემზარავი ის არის, როცა წყვდიადში და აბსოლუტურ სიბნელეში მყოფი ქრისტეს ნათელზე გელაპარაკება, როცა ფარისეველი და ორგული ერთგულებაზე გიქადაგებს, როცა წარმართი რწმენას გიწუნებს... უნდა ადგე და მწარედ გაიცინო... საუბარს მართლა არ აქვს აზრი... პირიქით, შენ დაგბრალდება, რადგან ისევ შენ გამოგიყვანს ურჯულოს და მტერს... თუ მისთვის სიკეთე გსურს, ილოცე და ჩამოშორდი. არავის გამო არ უნდა შეწყვიტო სწორი და შემეცნებითი გზით სიარული... სრულიად მარტოც რომ აღმოჩნდე, სიმართლეს, სწორ ხედვას არასდროს უღალატო... სულ არ არის გასათვალისწინებელი მასების აზროვნება მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს... ისინი უმეტესად ყველა საკითხზე მექანიკურად გპასუხობენ, ,,ამ კითხვის დასმა არ შეიძლება"!.. არ დაიჯერო, სისულელეა... ყველა კითხვა უნდა დასვა, რომელიც გებადება... საშიში ის უფროა, როცა არც კითხვა ჩნდება, არც განსხვავებული აზრი... არ დაუჯერო მას, ვინც თვითონ არ არის ღირებულებებში ჩამოყალიბებული!..“ - წერს მამა პეტრე კოლხი.

 

 

big_banner
არქივი