logo_geo
დავით ახრახაძე: აი ასეთი პატრიოტების ბუმია საქართველოში...
- +

15 აგვისტო. 2019. 19:38

 

 

„ეს ვნახე დღეს რესტორნის მაგიდაზე ამოტვიფრული…“ - წერს სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე და შემდეგი სახის ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს:

 

 

„აი ასეთი პატრიოტების ბუმია საქართველოში... მოდი ჯერ ამის უწიგნური დედა ... და ამის ინგლისურ-რუსულის გაერთიანებული საგნის მასწავლებელიც და ამის სკოლის დირექტორიც…

 

ეგ არაფერი… კიდევ უარესობა გვჭირს აქ მპოსტავებს და რუსეთი ოკუპანტიას მომკივნებს, გუშინწინეებზე 8 აგვისტოს ომის დაწყების 11 წლისთავი იყო და აფხაზეთის ომის 27 წლისთავი…

 

 

აბა ერთი დამენახეთ რამდენმა მიაგეთ პატივი და გასული რამდენი იყავით მემორიალებზე? ჩემს ქალაქში მარტო ერთიდაიგივე ძველი ნაომარი ვეტერანები გავდივართ ხოლმე და მერე ჭიქას წავუქცევთ ხოლმე გარდაცვლილ ბიჭებს. აი ის მიკვირს, რომ 25000 ომის ვეტერანია მხოლოდ 2008 წლის ომის მონაწილე და მათი 0.1% რომ არ გადის მემორიალებზე თავისი თანამებრძოლების პატივის მისაგებად… ქუთაისში 2008 წლის გარდაცვლილების პატივის მისაგებად კიდევ ის 92-93 წლების ნაომარი ბიჭები გადიან მათ მემორიალზე და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები მხოლოდ. აი რა ვთქვა არ ვიცი უკვე… სამაგიეროდ აქ გამოდიან და გულზე მჯიღს იცემენ ომის ვეტერანები ვართო… ომის ვეტერანი არ ნიშნავს ომში „ნამყოფს“.

 

 

ომის ვეტერანი ის არის, ვინც პატივს სცემს დაღუპულ მებრძოლებს, ვინც პატივს მიაგებს მათ ხსოვნას... რამდენიმე სამხედრო ჯგუფში ვიხედები ხოლმე აქ და უამრავ „პატრიოტს“ ვხედავ გაწევრიანებულებს და თითქმის ყველა სახის იარაღის ტექნიკური მახასიათებლებლები რომ იციან და გაცხარებული მსჯელობა აქვთ მათზე… მაგრამ, რატომღაც, რეზერვში ჩარიცხვა ეზარებათ და ალბათ ომი რომ დაიწყება, მერე დაიწყებენ ფაფხურს… სახელმწიფომ რეზერვის პროგრამა აამოქმედა და შესანიშნავი პირობებია, რომ იყო კაცი აქტიურ რეზერვში, შესანიშნავი პირობებით, ანაზღაურებითაც… მაგრამ აქ კლავიატურაზე „ფეისბუქექსპერტობა“ ურჩევნიათ ჩვენს ლომფხვებს...

 

იმერეთში რეზერვისტები სჭირდებათ და მაინტერესებს რამდენი შემეხმიანებით აბა… 50 წლამდე მამაკაცები, თლა ისე ნუ იზამთ, რომ ქალები ჩაეწერონ თქვენ მაგივრად…“ – წერს ახრახაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი