საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მთავარი კითხვა რაც მაწუხებს: ვინც მივიდა აქციაზე რატომ მივიდა? არ ვგულისხმობ „რუსთავი 2"-ის 1000 თანამშრომელს გამრავლებულს ოჯახის წევრებზე, სულ ალბათ 3000 კაცი, პლუს „ნაცელიტა" ოჯახებით 2000 კაცი. რამდენი დარჩა? განსაკუთრებით ჟურნალისტებზე ვკითხულობ, იმიტომ მივიდნენ ესმინათ, რომ საქართველოში მხოლოდ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები არიან სიმართლის მსახურები? თავმოყვარეობის საკითხია არა?
P.s. „ნაცების" და მათი სიცრუის მსახურ-ჟურნალისტების ახალი სიმბოლო „პოლის ჯოხი" ნოვაციაა?!", - წერს კოპალიანი.