logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: ომი რუსეთმა დაიწყოო, ძირითადად ისინი ამტკიცებენ, ვისაც ყოველთვის ეკიდა, რომ ეს ომი უკვე 200 წელია გრძელდება
- +

17 აგვისტო. 2019. 13:29

 

 

„ომი რუსეთმა დაიწყოო, - ძირითადად ისინი ამტკიცებენ, ვინც არ იცის, ვისაც არ აინტერესებს და ყოველთვის ეკიდა, რომ ეს ომი უკვე 200 წელია რაც გრძელდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამტკიცებენ ისინი, ვინც, რომ არა დამოუკიდებლობა, მოსკოვში ირბენდნენ ორი ბოთლი კონიაკით „გოსპლანში“ საქმეების ჩასაწყობად, მკვდარი ლენინის სანახავად უგრძეს რიგში ჩადგებოდნენ და მერე, გუმ-ცუმ მოვლილები (ვეში უკვე გამოაგზავნეს) ბედნიერი სახეებით გაემართებოდნენ აეროპორტში ჩანთების ჩასაბარებლად.

 

აეგ ხრუსტალები დაამტვრიეთ და ინტიმური ადგილი მოუნახეთ.

 

დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა 200 წლის წინ და ამ ომში მას ყოველთვის ეხმარებოდა მეხუთე კოლონა.

 

მეხუთე კოლონას კი დღეს წარმოადგენენ ნაცები, ევროსაქები, პორტირებული ქოცები, კიდევ სხვები და, რა თქმა უნდა, ისინი, ბუდაპეშტის და სხვა ევროპული ქალაქების გავლით „გაზპრომის“ ფულით რომ ფინანსდებიან.

 

აი, მაგათ აეწვათ ერთი ადგილი. მაგათ და უერთადგილოებს, კიდევ“, - წერს იაკობაშვილი.

 

 

big_banner
არქივი