logo_geo
ზაზა სიამაშვილი: ჩემთვის ყველა მიტუაა, რომელიც ამ ქალაქს ებრძვის, გაქსუებული, ბოროტი და აყროლებული სულის პატრონი!
- +

17 აგვისტო. 2019. 15:15

 

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აკაკი კვანტალიანის მიტუა „მაგდანას ლურჯადან“ არ გახსოვდეს, - შეუძლებელია! 50 წლისაც არ იყო, ეს სახე რომ შექმნა! რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე გააკვირვა გრიმის ოსტატობით! თუმცა, ეს სხვაგან წაგვიყვანს! დღეს მატარებელში ერთი თანამედროვე „მიტუა“ შევნიშნე, გაბღენძილი, ქონიანი, ერთავად თვითკმაყოფილი და გაქსუებული ტიპაჟი! გადის ცოტა ხანი და ვიღაცას ელაპარაკება და არწმუნებს, როგორ წაადგება ბათუმს რივიერის ნგრევა! (ახლაც მიკვირს! როგორ არ დავეტაკე ამ გარეწარს! ეს ნაძირალაც ბათუმის რივიერის ნგრევის აპოლოგეტი აღმოჩნდა, ოღონდ მისი მთავარი საზრუნავი არა ბ ა თ უ მ ი, არამედ ფული, ფული, ბევრი ფული (კიკუც გამახსენდა) და სხვა ყველაფერი „ფეხებზე მკიდია“ ტიპებს რომ ახასიათებს! არ მოვერიდებოდი და მის ფოტოს დავდებდი, მაგრამ ტელეფონმაც მიმტყუნა და ვეღარ გადავუღე! უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ყველა მ ი ტ უ ა ა, რომელიც ამ ქალაქს ებრძვის, გაქსუებული, ბოროტი, თვალყურგაქონილი და აყროლებული სულის პატრონი! მადლობა აკაკი კვანტალიანს, რომელმაც ეს სახე შექმნა!“ - წერს ზაზა სიამაშვილი.

 

 

big_banner
არქივი