„დღეს, 17 აგვისტოს, ჩვენი მეგობრის, ცნობილი ქართველი მომღერლის, თბილისის კოლორიტული პიროვნების ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მივულოცოთ და ვუთხრათ, რომ არ აქვს მას დრო ავადმყოფობისთვის, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები, ახალი სიმღერებით დაეპყროს ქართველთა და უცხოელთა გულები!“ - წერს ბუთურიშვილი.