logo_geo
ირაკლი ლატარია: ნიკა გვარამიამ ერთი რამ თქვა და ორი ტყუილით...
- +

18 აგვისტო. 2019. 14:26

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნიკა გვარამიამ ერთი რამ თქვა და ორი ტყუილით.

 

ახალი ტელევიზია დავარეგისტრირეთო?

 

ჯერ ერთიც, ტელევიზია არა - შპს ზეა საუბარი, რომელიც შეუძლია ყველას, ვინც მივა საჯარო რეესტრში და გადაიხდის 200 ლარს და მეორე და მთავარი, გუშინ (16 აგვისტოს) კი არა, პირველ მარტსაა კომპანია დარეგისტრირებული (რომელიც კარგად ჩანს საჯარო რეესტრის ამონაწერიდან) 16 აგვისტოს კი, განახლება გაუკეთეს

 

არა რა, სიმართლის თქმა მათგან წარმოუდგენელია, ჯერ არ გაფართხალებულან და თავიანთ სექტანტებზე მუშაობენ უკვე“, - წერს ლატარია.

 

big_banner
არქივი