logo_geo
ირაკლი ლატარია: საზღვრების ცოცვა, სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის შეთანხმებაში წერია
- +

18 აგვისტო. 2019. 16:34

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უნიათონი ხართ განა იმიტომ, რომ ახლა ასე ხდება? არამედ იმიტომ, რომ 2008 წელს მიშამ რა ხელშეკრულებასაც ხელი მოაწერა იმაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ხმას არ იღებს.

 

ახლა რაც ხდება, ანუ საზღვრების ცოცვა, სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის შეთანხმებაში წერია. მთლიანი ოლქის 9ადმინისტრაციის) ბორდერიზაციას ეხება, რომელიც სწორედაც ისაა, რაც ახლა ხდება.

გამოვიდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაასაჯაროვოს ის, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ამოვიდა ყელში. სანამ უნდა იყოთ თავის მართლების რეჟიმში? მაშინაც კი, როცა 100%-იანები ხართ? ამ ერის გამყიდველების შეთანხმება რუსეთთან დაიდოს დღესვე საჯაროდ“, - წერს ლატარია.

 

 

big_banner
არქივი