logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: ვფიქრობ, ეს არაეთიკური და არაღირსეული საქციელი იყო...
- +

20 თებერვალი. 2017. 02:22


 

„ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჟურნალისტმა დაიწყო მსჯელობა მომავალი პატრიარქის ვინაობის შესახებ, ვფიქრობ, ეს არაეთიკური და არაღირსეული საქციელი იყო", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წერს.


„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს დიდი საჭეთმპყრობელი, რომელიც ხვალ სამშობლოში ბრუნდება, არავინ არ ვიცით ვის, როდის და რა ასაკში გაიხმობს ამ ქვეყნიდან უფალი...

 

მინდა ერთი საინტერესო ისტორია გავიხსენო 1943 წლის იანვარში 77 წლის კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა ხუთი თვე გაგრძელდა... ოდნავ მომჯობინებულ საჭეთმპყრობელს ურჩიეს სასწრაფოდ საყრდენი ეპისკოპოსის კურთხევა, მანაც იმავე წლის 23 მაისს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად აკურთხა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დიმიტრი (ლაზარიშვილი), რომელიც 1947 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ამის შემდეგ კიდევ ხუთი წელი იცოცხლა...

 

ასე რომ ფრთხილად მეგობრებო, მოერიდეთ თქვენეულ პროგნოზებს", - წერს სერგო ვარდოსანიძე.


 

big_banner
არქივი