logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: მას ყველა იცნობდა, უფროსი თაობა თუ ახალგაზრდობა...
- +

19 აგვისტო. 2019. 16:21

 

 

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მას ყველა იცნობდა, უფროსი თაობა თუ ახალგაზრდობა, საკმარისი იყო ერთხელ შეხვედროდით და ვერასოდეს დაივიწყებდით, თბილისის ქუჩებს ჭავჭავაძიდან რუსთაველამდე ყოველდღიურად ამშვენებდა ეს ნამდვილი არისტოკრატი ქართველი, ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი, რა არ გადახდა მის ოჯახს, ნათესავებს, მათი დანაშაული არისტოკრატიული წარმოშობა, ჩოლოყაშვილობა იყო, მაგრამ არასოდეს გაბოროტებულა, პირიქით, უფრო მიმტევებელი და დიდსულოვანი იყო. ბატონი კოტეს მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყო ს.ჯანაშიას სახ. ეროვნულ მუზეუმთან და ჯერ ა.ს. პუშკინის სახ., შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან, სადაც ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს უკითხავდა ეთნოლოგიის კურსს. ხშირად, როდესაც მიფიქრია, ნეტავ როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები, თუნდაც მეცხრამეტე ან მეოცე საუკუნის დასაწყისში-თქო, იგივე ფიქრი ბატონ კოტესთან მიმიყვანდა. ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი მისი სტუდენტი და შემდეგ უმცროსი კოლეგა და მეგობარი.18 აგვისტო (1922 წ)  პროფესორ კოტე ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა, ექვსი წელია იგი ზეციური საქართველოს ბინადარია, მაგრამ მის სახელს, ვაჟკაცობას დავიწყება არ უწერია“, - წერს ვარდოსანიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი