logo_geo
თემურ თათარაშვილი: დღეს მეხსიერებაში ამომიტივტივდა წლები, როცა იძულებული ვიყავი, ქვეყნიდან წავსულიყავი
- +

19 აგვისტო. 2019. 19:03

 

 

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს მეხსიერებაში ამომიტივტივდა წლები, როცა იძულებული ვიყავი, ქვეყნიდან წავსულიყავი, როცა ე.წ. ჩემი სამშობლოს მთავრობამ მაიძულა, დამეტოვებინა საკუთარი სახლი.

 

დავკარგე უამრავი რამ, დავკარგე საუკეთესო წლები და დღეს ვინმეს შეიძლება გაგიკვირდეს ჩემი და ჩემსავით დაზარალებული ხალხის არჩევანი?

 

მაგრამ ბრძოლა იმათ დასამარცხებლად ისევ გრძელდება, ისევ გვებრძვიან და „ოცნების“ სახელით ჩემნაირ ხელოვან ადამიანებს ეკონომიურ პრობლემებს გვიქმნიან, რომ ახლა ჩვენით გავიქცეთ.

 

ამიტომაც არავინ იფიქროთ, ამას ეღირსებით!!!

 

აი, თქვენ კი, ვინც დღეს ცდილობთ, შეგვავიწროვოთ - ცოტა ფრთხილად!

 

ჩვენს მოთმინებას აქვს ზღვარი!“ - წერს თათარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი