logo_geo
გელა ზედელაშვილი: აღარ თქვათ, სასწაულები არ ხდებაო!
- +

20 თებერვალი. 2017. 03:24



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„აკი სასწაულები არ ხდებაო? აბა, თქვენ ოდესმე წარმოიდგენდით, რომ „ნაციონალები" სარწმუნოებას შეიცვლიდნენ, გაქრისტიანდებოდნენ და ჩვენისთანა ურწმუნოთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიას კბილებით დაიცავდნენ?!

 

თქვენ ოდესმე წარმოიდგენდით, რომ გვარამია მოგიწოდებდათ, ქრისტეს გზით იარეთო?!

 

ჯერ სად ხართ? იგივე გვარამიამ, გაბუნიამ და ბარამიძემ წვერი რომ მოუშვეს, ეს არაფერს გეუბნებათ? უახლოეს ხანში ეგენი კატეგორიულად მოითხოვენ, ჯერ მღვდლებად გვაკურთხეთ, შემდეგ კი ქორეპისკოპოსებად, თორემ "რუსთავი 2″-ს ანაფორისფრად გავთიშავთო!

 

დიდება უფალს, აღარ თქვათ, სასწაულები არ ხდებაო!", -წერს ზედელაშვილი.


 

big_banner
არქივი