logo_geo
ზაზა დავითაია: საქართველოს ბედზე რა პირით ლაპარაკობ!
- +

22 ნოემბერი. 2016. 01:40



ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

 

„ნიკა გვარამია საქართველოს ბედზე, მოსამართლეების სამართლიანობასა და დემოკრატიის მომავალზე რა პირით ლაპარაკობ!

 

შენ არ იყავი, სააკოვის ბინძურ რეჟიმს მე და ჩემი მეგობრების მიმართ ცილისწამება რომ „გაუპრავე" და ფილმი „შეთქმულების თეორია" რომ გადაიღე, სადაც ბუნებაში არშემდგარი, შეიარაღებული გადატრიალების მიზნით მოწყობილი შეთქმულება რეალურად წარმოაჩინე? შენ არ იყავი, ჩაბნელებულ ოთახში „რუსთავი-2"-ს მსახიობები რომ დასვი და ისე გამოიყვანე სიტუაცია, თითქოს იმ შეკრების „ფარული კადრები" იყო, რომელიც ბუნებაში არ შემდგარა? ცრუმოწმე გიორგი სიფრაშვილი (კუდ-ის ფსევდონიმით „ეკა") და ნაძირალა სოსო თოფურიძე რომ გამოიყვანე ქვეყნის მხსნელებად, თუ როგორ გაშიფრეს, ამხილეს და დაიჭირეს ვითომცდა, შეიარაღებული გადატრიალების მსურველი ადამიანები, ვისაც მსგავსის ჩადენა თავში აზრადაც არ მოგვსვლია? (თორემ, ისე, კი იყო ღირსი, ეგ თქვენი რეჟიმი, ნებისმიერი გზით მოეცილებინა ხელისუფლებიდან ქართველ ხალხს!)

 

ნიკა გვარამია! შენც ხარ მონაწილე, იმ უსამართლობისა, რაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის მრავალწლიანი სასჯელების მოსჯით გამოხატა რეჟიმმა! შენ შექმენი საამისოდ ფონი და შეამზადე საზოგადოებრივი აზრი, თითქოს ჩვენ „სამშობლოს მოღალატეები" ვიყავით!

 

კიდევ აქეთ ემუქრები საზოგადოებას? ფეხები არავის მოსჭამო, შენი წკმუტუნით!

 

აი, შენი გადაღებული ცილისწამება! დადგება დრო, ამ ფილმის გამო ცხვირს გახლევინებ ერთ ადგილზე!"

 

 

 

 

 

 

 









 

big_banner
არქივი