logo_geo
რაულ ჩილაჩავას „ბიობიბლიოგრაფია“ ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ლატვიურ ენებზე გამოიცა
- +

21 აგვისტო. 2019. 20:17

 

 

უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოეტი რაულ ჩილაჩავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქალბატონმა მაია მიქაბერიძემ სასიხარულო ცნობა მომაწოდა. ეს-ესაა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ (ყოფილმა საჯარომ) გამოსცა ჩემი „ბიობიბლიოგრაფია“ ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ლატვიურ ენებზე. ესაა საქართველოსა და უკრაინის საპარლამენტო და ლატვიის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საერთო ნაშრომი. დიდი მადლობა შემდგენლებს, ქალბატონებს მაია მიქაბერიძეს, ნინა ტერტიჩკას და ვენტა კოცერეს გაწეული დიდი შრომისთვის. და, რა თქმა უნდა, გიორგი კეკელიძეს, რომლის ინიციატივითაც გამოიცა ეს წიგნი.

 

Щойно Парламентська бібліотека Грузії видала мою Біобібліографію грузинською, українською, російською та латиською мовами. Це спільна праця Парламентських бібліотек Грузії і України, а також Університетської бібліотеки Латвіі. Моя щира вдячність упорядникам пані Майї Мікаберідзе, Ніні Тертичці, Венті Коцере, і, звичайно, директорові Парламентської бібліотеки Грузії, за ініціативою якого вийшла ця книга“, - წერს ჩილაჩავა.

 

 

big_banner
არქივი