ემზარ კვიციანი და ნიკოლოზ მჟავანაძე „რ2“-ის დაშლას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ნიკოლოზ მჟავანაძე წერს, რომ ახლა ღირს კურიერის ყურება, რაზეც ემზარ კვიციანის კომენტარს ვკითხულობთ:
„ყურებაც და აწი ინტერვიუსაც მივცემ ნებისმიერ დროს !მინდა რუსთავი2 ისევ ისეთი იყოს როგორც გიორგი სანაიას დროს იყო“, - წერს კვიციანი.
კვიციანმა ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზორს პირველად რთავს და სულ რუსთავი 2 ექნება ჩართული. ის არც თურქული სერიალს გადართავს, უბრალოდ ხმას გაუთიშავს.
გთავაზობთ ნიკოლოზ მჟავანაძისა და ემზარ კვიციანის „ფეისბუქ“ სტატუსებს/კომენტარებს: