logo_geo
მიხეილ კვირიკაშვილის ფოტო არქივიდან
- +

23 აგვისტო. 2019. 20:59

 

 

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მიხეილ კვირიკაშვილის ფოტო არქივიდან.

 

ფეხბურთის ძალიან დიდი ოსტატები, თბილისის 35- ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მიხეილ მესხი, ზაურ კალოევი, სერგო კოტრიკაძე, ავთანდილ ჭკუასელი ამავე სკოლის ნორჩ აღსაზრდელებს შორის.

 

სადღაა ეს სკოლა, ვინც შეისყიდა მინდორი მოსპო, დარბაზი დღესაც უფუნქციოა. ერთი პერიოდი საკოლმეურნეო ბაზარი იყო. დარბაზი ვახსენე . იქ სადაც გამოჩენილი კალათბურთელები გურამ მინაშვილი, გურამ აბაშიძე, ლევან ინწკირველი.ალექსანდრე კილაძე, არმენაკ ალაჩაჩიანი, ვიკტორ ზუბკოვი, იანის კრუმინში, სხვები თავის დიდ ოსტატობას გვაჩვენებდნენ და სადაც უამრავი ნორჩი კალათბურთელი შეიძლებოდა გაზრდილიყო მეყასბეების დახლები იდგა.

 

მოკლედ, ვახტანგ რჩეულიშვილმა ძალზე ცუდი საქმე გააკეთა, რომლის დავიწყება და პატიება გამორიცხულია. არადა თბილისელობაზე დებდა თავს. ნაღდი ქალაქელი ამ სტადიონს მოუვლიდა, კეთილმოწყობილს გახდიდა და რამდენ ჭაბუკს გაახარებდა. მოკლედ, იმის მაგივრად, ფეხბურთელებზე მეთქვა ორიოდ სიტყვა, იმ თემას შევეხე, რომელსაც სანამ სული მიდგას , ვერ დავივიწყებ. ამ არაკაცურმა მოქმედებამ არა მარტო ჩვენ უბანში მოკლა ფეხბურთი.

 

სჯობს გავჩერდე, რადგან სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს.

 

ფოტო გადაღებულია მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებში“, - წერს ლოლაძე.

 

 

 

big_banner
არქივი