logo_geo
სასიკვდილოდ დაჭრილი 19 ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გერმანიიდან დაბრუნდა
- +

25 აგვისტო. 2019. 01:33

 

 

ლანჩხუთში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის ბიჭი გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ახლა თავის სახლშია.

ინფორმაცია ოჯახის მეგობარმა, რიმა ასკურავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

ჩემო საყვარელო მეგობრებო!!! არასდროს დავკარგოთ უფლის რწმენა, ყოველთვის გვჯეროდეს სიკეთის, სიყვარულისა და სიტყვის ძალის! უფლის რწმენა, კეთილი საქმე, ერთმანეთის გვერდით დგომა და სიყვარული ყველაფერს გადაარჩენს! ზუსტად ისევე, როგორც ჩვენმა თანადგომამ ლუკა გადაარჩინა! დღეს ის სახლშია, ჩემს საყვარელ რაიონში და თავს ნორმალურად გრძნობს!

 

ყველა თქვენთაგანს ერთდროულად და ცალ-ცალკე უღრმესი მადლობა!!! თქვენი შვილების და ახლობლების ბედნიერებაში გადამეხადოს!!!! დიდება უფალს და მადლობა თქვენ, ჩემო მეგობრებო!“- წერს რიმა ასკურავა.

 

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკული იყო. მას დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მის გადასარჩენად ქართველი და უცხოელი ექიმები იბრძოდნენ.

 

 

big_banner
არქივი