logo_geo
რატი ბრეგაძე: ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთამდე სავალ გზას არ დაამოკლებს...
- +

28 აგვისტო. 2019. 20:13

 

 

სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბავშვის დამჭრელმა მანიაკმა, რომელიც, არც ყოფილი სპეცრაზმელი, არც კარატეში შავი ქამრის მესაკუთრე და, არც სირბილში ოლიმპიური მედლის მფლობელია, შეძლო და ამაზრზენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ პრაქტიკულად აუღელვებლად ხალხითა და მანქანებით სავსე პეკინის გამზირი დატოვა...

 

რა თქმა უნდა ვერავის მოვთხოვთ გმირობასა და დანაზე წამოგებას, თუმცა გასაკვირი და სამწუხარო ისაა, რომ ცხელ კვალზე უსაფრთხოდ მიდევნებაც კი არავის მოუვიდა აზრად, რომ პოლიციისთვის მისი ადგილსამყოფელი უმალვე გამხდარიყო ცნობილი და იქვე მომხდარიყო მისი დაკავება.

 

აშკარაა სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი და ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთამდე სავალ გზას არ დაამოკლებს...

 

დროა, საკუთარ თავში ვეძებოთ მიზეზი და გულწრფელად დავფიქრდეთ რამდენად ვართ მზად, საზოგადოსათვის საკუთარის თუნდაც მცირედის დასათმობად...“, - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი