logo_geo
გელა ჩარკვიანი იხსენებს, რა ამბავი გადახდა ბრიტანელ მინისტრს სიმთვრალეში
- +

29 აგვისტო. 2019. 21:25

 

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დიპლომატიურ საქმიანობას იხსენებს და წერს:

 

„ელჩობა, და საერთოდ დიპლომატობა, მავნეა ორგანიზმისათვის და, თუ ზომაზე დისციპლინირებული არ ხარ, შეიძლება ბევრ უსიამოვნებას გადაგყაროს. დღე არ გავა, მიღებაზე ან ბანკეტზე არ დაგპატიჟონ, სადაც ულევია მსოფლიოს საუკეთესო სასმელი და, კაცმა რომ თქვას, არც ხემსია გლახა. თუ ცდუნებას აჰყევი, ჭამე და სვი, გაღორდები და გალოთდები. მე ლონდონში ზომიერად ვსვამდი, თუმცა წონის მატებას ვერ გადავურჩი - 14 კილოგრამი მოვიმატე. მათ, ვინც სასმელს ეტანება, უარესი ემართებათ. დიპლომატთა წრეებში დღემდე იხსენებენ წინა საუკუნის 60-იან წლებში მოღვაწე ერთი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მსმელი, ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრის ამბავს. ერთხელ, პერუში ვიზიტისას, ჯორჯ ბრაუნი დაესწრო სახელმწიფო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მიღებას. ჩვეულებისამებრ, მიღებამდეც მიიღო და მიღებაზეც მიიღო. დაინახა გრძელ წითელ სამოსში გამოწყობილი ფიგურა, მივიდა და საცეკვაოდ დაპატიჟა. ფიგურამ უარი უთხრა და განუმარტა: „მაქვს სამი მიზეზი იმისათვის, რომ არ გეცეკვოთ. პირველი ისაა, რომ თქვენ ხართ მთვრალი. მეორე: ეს მუსიკა პერუს სახელმწიფო ჰიმნია და არა ვალსი. მესამე კი ის არის, რომ მე ქალი კი არა, ქალაქ ლიმას კარდინალ-არქიეპისკოპოსი გახლავართო“, - წერს გელა ჩარკვიანი.

 

 

big_banner
არქივი