logo_geo
დიდი დაბრუნება - მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მსოფლიო თასზე ითამაშებს
- +

30 აგვისტო. 2019. 17:14

 

 

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს! ინფორმაციას „რაგბი15“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.

 

გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

 

ამ მომენტისათვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, „ტულონის“ ხელმძღვანელობას შორის.

 

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.

 

მამუკა გორგოძეს ნაკრების კვართით 71 მატჩში უთამაშია, აქედან 13 შემთხვევაში გორგოძე ნაკრების კაპიტანი იყო.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი