logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“...
- +

30 აგვისტო. 2019. 21:14

 

 

ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1907 წლის 30 აგვისტო... „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“, - წერს ვარდოსანიძე.

 

1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურში, კაენის ნაშიერნი დაუხვდნენ ილია ჭავჭავაძეს... მკვლელები დაქირავებულნი იყვნენ. გადმოცემებით თუ მოწმეთა ჩვენებებით, სამწუხაროდ, ბოლომდე დადგენილი არ არის ნამდვილი მკვლელის ვინაობა.

 

...ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა (გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი და ვინმე იმერელი - ბევრჯერ თქმულა, რომ ის სერგო ორჯონიკიძე იყო) დახვედრია. იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ. ილია ფეხზე წამომდგარა, - ილია ვარ, არ მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, - მიუხლია ბერბიჭაშვილს და თოფსაც დაუქუხია. ილია ეტლიდან გადმოვარდნილა.

 

 

 

big_banner
არქივი