logo_geo
მაია კახიძე: ნანი ჩიქვინიძე იუბილარია!
- +

31 აგვისტო. 2019. 02:02

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნანი ჩიქვინიძე იუბილარია!

 

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ზაფხულივით თბილ ქალბატონ ნანის დაბადების დღეს! ღმერთმა გიმრავლოთ ჩემო ძვირფასო, ნანი წლები, სიყვარული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება.

 

ნანი ჩიქვინიძე არა მხოლოდ თეატრისა და კინოს შეუდარებელი მსახიობია, ვაღიარებ, რომ გამორჩეული რესპონდენტიცაა და ძალიან ვაფასებ. ისეთი გრძნობა მაქვს მის მიმართ, შენთან ერთად რომ გაიზრდება ადამიანი და ეს სწორედ მისმა ბავშვობისდროინდელმა საუცხოო ქართულმა ფილმებმა გამიჩინა, თუმცა მთელი ცხოვრება თვალს ვადენებ მის ლამაზ შემოქმედებას.

 

ქალბატონო ნანი, ვულოცავ თქვენს დღეობას ბატონ თემურს, თქვენს შვილს, შვილიშვილებს და ყველა ახლობელს. მიყვარხართ ძალიანაოო!“ - წერს კახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი