logo_geo
„მამას ასლი ხარ!“ - ნინო ჩხეიძემ მოზარდი შვილის ფოტო გამოაქვეყნა
- +

1 სექტემბერი. 2019. 18:57

 

 

ნინო ჩხეიძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი და ქმრის ურთიერთობა განსაკუთრებით 2013 წლის მერე აინტერესებთ, როდესაც წყვილი ერთმანეთს დროებით დაშორდა.

 

საქართველოში უამრავი ადამიანი ინტერესდება ვარსკვლავების ცხოვრებით. ცნობილი ქართველი მომღერალი და მისი ბიზნესმენი მეუღლე შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლების სიაში აღმოჩნდნენ, რომლებზეც საუბარი არ წყდება. სულ ცოტა ხნის წინ ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელმა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა, რათა მისი ოჯახის ირგვლივ ატეხილი ჭორ-მართალისთვის წერტილი დაესვა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ნინომ ქმართან ურთიერთობას „ვირტუალური ოჯახი“ უწოდა, ისინი ოფიციალურად არ დაშორებულან. ნინოს და მის ქალიშვილს მამასთან შორი მანძილი აკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ნინო და ქმარი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან, ოჯახი ერთად საზღვრებს გარეთ იკრიბება.

 

ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება მრავალ წელს ითვლის. ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, სწორედ მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა. 38 წლის მომღერალს შვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. სატელევიზიო ინტერვიუებიდან კარგად ჩანს, რომ მარიამი სერიოზული და გაწონასწორებული გოგონაა. უყვარს უცხოური ენების შესწავლა, სურს „დიჯეობა“. აღნიშნავს, რომ დედის რეპერტუარი არ მოსწონს და ქალაქურ ფოლკლორს არ უსმენს, მაგრამ აფასებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მუსიკის ეს ჟანრი.

 

ნინო ჩხეიძემ შვილთან უახლესი ფოტო გამოაქვეყნა. თინეიჯერი გოგონა დღითიდღე იზრდება და იხვეწება. თაყვანისმცემლების უმეტესობა მას მამას ადარებს და გიორგი კორახაშვილის ტყუპისცალს უწოდებენ. აშკარაა, რომ მარიამი ნინოსაც ძალიან დაემსგავსა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მათ მიმართ აღფრთოვანებას არ მალავენ. „რა ლამაზი შვილი გყავთ“, „მამიკოს ასლი ხარ!“, „ჩემო ლამაზო გოგოებო, მიყვარხართ...“ – წერენ თაყვანისმცემლები.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი