logo_geo
თეა ფირცხალავა: გიორგი კანდელაკი და ელენე ხოშტარია არიან საქართველოს სიამაყე და გიორგი გახარია - საქართველოს სირცხვილი?...
- +

4 სექტემბერი. 2019. 02:31

 

 

„არანაირი თანადგომა საქართველოს სირცხვილს - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა წერს.

 

„ესე იგი, გიორგი კანდელაკი და ელენე ხოშტარია არიან საქართველოს სიამაყე და გიორგი გახარია - საქართველოს სირცხვილი?

 

მართლა რა სამარცხვინოები ხართ სრულიად გაკოტრებულო ბეჩავებო, იმდენადაც კი, რომ თქვენდამი ოდნავი თანაგრძნობის და თანადგომის სურვილი და განცდა არ გიჩნდება ნორმალურ ადამიანს...

 

თქვენ - ნაციონალებს და მათ მორჩილ "მრევლს" - ნებისმიერ დროს - მხოლოდ ერთი რამ გამოძრავებდათ და გამოძრავებთ - საბოტაჟის, რევოლუციური არეულობის და სისხლის დაღვრის ჟინი... თქვენს მოძრაობას „სისხლით გაუმაძღართა პარტია“ უნდა ერქვას...

 

ჩემი სრული მხარდაჭერა გიორგი გახარიას!!!

 

არანაირი თანადგომა საქართველოს სირცხვილს - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს.

 

რაც მთავარია, მოეშვით ხალხის სახელით საუბარს!!!

 

ხალხი არასოდეს დადგება თქვენს გვერდით!!!

 

სანამ ნაციონალების დანაშაულობების მომსწრე თუნდაც ერთი ოჯახი ცოცხალია, ნაციონალური მოძრაობის ვერცერთი ფრთა ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში.

 

ტყუილად ხვანცალებთ და ხუნტრუცობთ, არაფერი გამოგივათ!!!

 

წერტილი!!!“, - წერს ფირცხალავა

 

 

big_banner
არქივი