logo_geo
მარინა მოლოდინი: გახარია „ევროპელებს“ არ შეეკვრება ქვეყნის დაქცევაში და დაიბოღმნენ!
- +

4 სექტემბერი. 2019. 14:52

 

ყოფილი პარლამენტარი მარინა მოლოდინი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს, მთელი დღე ვუყურებ ამ „ევროპელების“ სამარცხვინო ქმედებას! კიდევ დავიჯერებდი მათ გულწრფელობას, რომ არ ვიცოდე მათი ხასიათი! მათ არ აწყობთ ძლიერი პრემიერი! ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც, ბოკერია და მისი დამქაშები ყველანაირი ხერხით ებრძოდნენ ვითომ მათივე „მეგობარ“ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას! მერე რაც მოხდა, ვიცით... ერთხელაც არ გასჩენიათ სურვილი, გაეჟღერებინათ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება! ძლიერი პრემიერ-მინისტრი არ აწყობთ, არა! გახარიას ვერ ატარებენ თავიანთ ჭკუაზე, გახარია მათ არ შეეკვრება ქვეყნის დაქცევაში და დაიბოღმნენ! სირცხვილია, მართლა სირცხვილია, რომ ახალი „კმარელებით“ ცდილობთ ვინმეს დაშანტაჟებას! გაიგეთ, თქვენი გადასაწყვეტი არაა, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი! ქართველი ხალხი არ დაუშვებს კიდევ ერთხელ თქვენს მობრუნებას ქვეყნის სათავეში! დაოკდით, სანამ მართლა გაბრაზებული ხალხი არ მოგადგათ პარლამენტთან და კინწისკვრით არ გამოგყარათ მანდედან!“ - წერს მოლოდინი.

 

 

 

big_banner
არქივი