logo_geo
რუსუდან წერეთელი: ქუჩის მოხეტიალე „ბირჟავიკებს“ ასე თავისუფლად როგორ აძლევთ საშვებს?
- +

6 სექტემბერი. 2019. 23:14

 

ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორი წლის წინ საქართველოში რომ ვიყავი ჩასული პარლამენტში შეხვედრა მქონდა და საშვთა ბიუროში მივედი ჩემზე დაშვებული საშვის მოსაკითხად. სანამ საშვს დაუშვებდნენ, პირადობის მოწმობა მომთხოვეს. რადგან საქართველოს მოქალაქე არ ვარ, ამერიკის პასპორტი მივაწოდე. ზუსტად 20 წუთი ატრიალეს ხელში ჩემი პასპორტი, სამჯერ გადაფურცლეს ყველა გვერდი, მერე ვიღაცეებთან რეკვა დაიწყეს და არკვევდნენ, ამერიკის მოქალაქე უნდა შეეშვათ თუ არა შენობაში! ჰოდა, ახლა გეკითხებით, ამ ქუჩის მოხეტიალე „ბირჟავიკებს“ ასე თავისუფლად როგორ აძლევთ საშვებს და რატომ უშვებთ შენობაში, როცა პარტნიორი ქვეყნის მოქალაქის შეშვებას ეჭვის ქვეშ აყენებთ?!“ - წერს წერეთელი.

 

 

big_banner
არქივი