logo_geo
ხათუნა ხოფერია ოპოზიციას: მეცოდებით!
- +

7 სექტემბერი. 2019. 01:55

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუსმენ გახარიას და ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო, უნდა შეგვექმნა, გამოგვეგონა... და ბოდიში უნდა ვუთხრათ, რომ ბობოხიძე-ბოკერია-სამადაშვილისნაირ ოპოზიციასთან უწევს „ლაპარაკი“... ჩვენ, ვინც ეს ნაგავი, მკვლელი, სისხლიანი ნაციონალური რეჟიმი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში...

 

კანდიდატს მიკროფონს რომ გამოურთავ, კითხვებს დაუსვამ და პასუხის გაცემის საშუალებას არ მიცემ, კითხვების დასმის ნაცვლად, ტყუილებს, ლანძღვას, უკადრებელს რომ იკადრებ... პოლიტიკური ფრაქცია კი არა, გაბოროტებული, უტაქტო, უსახო ბრბო ხარ!

 

მეცოდებით!

 

ნამდვილად არ მეგონა ასეთი უსუსურები თუ იყვნენ!

 

საბრალონი...“ - წერს ხოფერია.

 

 

 

 

big_banner
არქივი