logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: გოგორიშვილი, სამადაშვილი, ბოკუჩავა, ბარამიძე - თქვენ ხართ საზოგადოება?!
- +

7 სექტემბერი. 2019. 19:31

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გახარია რომ სუსტი და უხერხემლო იყოს, რას იტყოდნენ ნაცები?!

 

მაინც რაღაცას იტყოდნენ.

 

გახარიასა და მის განახლებულ კაბინეტს მხარს არ დავუჭერთო?!

 

ახალი ამბავი!

 

ისინი ხომ მხოლოდ ამისთვის იღებენ ხელფასსა და პრემიებს?!

 

სხვა რა დატვირთვა აქვს, მაგალითად, გოგორიშვილის ერთი პარლამენტიდან მეორეში გადაგორებას?!

 

***

კი, ბატონო, თქვით ყველაფერი გახარიაზე (მეტი რა მოგეთხოვებათ?!), მაგრამ იმას ნუ იტვით, მისი კანდიდატურის დასახელებით, ივანიშვილმა საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენაო(?).

 

რომელ საზოგადოებას?!

 

გახარიას პრემიერობას რომ მიესალმება და იმედით შეჰყურებს?!

 

თუ თქვენა ხართ საზოგადოება - გოგორიშვილი, სამადაშვილი, ბოკუჩავა, ბარამიძე... ანდა დიღმელაშვილი, მაქარაშვილი, მშვილდაძე თუ ყუბანეიშვილი?!

 

***

 

„შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ?“ - გახსოვთ ილია?

 

შესაძლოა, დიღმელაშვილს ახსოვდეს, მაგრამ ხელს გაგარინობა უშლის.

 

სხვებზე ლაპარაკიც ზედმეტია...

 

ამიტომ უნდა იყვირონ და უსტვინონ ...საზოგადოების სახელით(?!).

 

საზოგადოება კი „სულ სხვაგანაა."

 

ღირსეული საზოგადოება“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

 

big_banner
არქივი