logo_geo
ხათუნა ხოფერია: რის თმენაზეა საუბარი და რა დოზით?! ქუჩაში ოცი კაცი რომ მოგსდევს, მოღალატეს და მონას გეძახის, ასე უნდა ითმინო?
- +

9 სექტემბერი. 2019. 01:00

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თმენის ვალდებულება რას ნიშნავს, რის თმენაზეა საუბარი და რა დოზით, ეს სადმე წერია? ვინმემ თუ იცის, რომელი კანონი არეგულირებს ამ ვალდებულებას?! რატომ არავინ ამბობს, რის მოთმენას გვავალდებულებს კანონი? ქუჩაში ოცი კაცი რომ მოგსდევს, გისტვენს, მოღალატეს და მონას გეძახის, ასე უნდა ითმინო? არც პოლიცია უნდა დაგეხმაროს და არც არავინ? და როდემდე? მონა და მოღალატე შეურაცხყოფა არ არის? ასე შეიკრიბება ოცი თავზეხელაღებული და ნებისმიერ ადამიანს გადაიყვანს ჭკუიდან“, - წერს ხოფერია.

 

 

 

 

big_banner
არქივი