logo_geo
გიორგი კალანდია: ძვირფასო მეგობრებო, ერთი კარგი ამბავი მაქვს...
- +

9 სექტემბერი. 2019. 14:16

 

 

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინ არის ეს ულამაზესი ასული?

ძვირფასო მეგობრებო, ერთი კარგი ამბავი მაქვს, საქართველოს ხელოვნების სასახლემ კერძო პირისაგან შეიძინა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, აკადემიკოსის - დემნა შენგელაიას არქივი. უნიკალურ დოკუმენტებს შორის არის მწერლის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი რომანი „ფიროსმანი“, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში გამომცემელთა და მკითხველთა დიდ ინტერესს გამოიწვევს, თუმცა ამჯერად მინდა გაგიზიაროთ მწერლის არქივში შენახული ულამაზესი ქალბატონის ფოტო. მას უკანა მხარეს დემნა შენგელიას ხელით აწერია: „ეკატერინა მთავრინა თუ გრიბოედოვა?“. გამოდის რომ დემნა შენგელაია მიიჩნევდა რომ ამ ფოტოზე ან სამეგრელოს სახელოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო გამოსახული ან სულაც „ტიფლისის შავი ვარდი“ ნინო ჭავჭავაძე- გრიბოედოვისა. საკითხი კვლევას მოითხოვს, გადაჭრით ვერ დავეთანხმებით პატივცემული აკადემიკოსის მოსაზრებას. ამიტომ სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს მოსაზრებასაცა, რომლის პარალელურადაც არქივის და ამ ფოტოს მეცნიერული შესწავლა გაგრძელდება. მაშ ასე ვინ არის თქვენის აზრით ეს მომხიბვლელი ასული?“ - წერს კალანდია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი