logo_geo
გრიშა ონიანი: დღეს დიდი ხნით მანქანის საჭესთან მომიხდა ყოფნა... ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც...
- +

9 სექტემბერი. 2019. 22:59

 

ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს 9 სექტემბერს დიდი ხნით მანქანის საჭესთან მომიხდა ყოფნა. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც „რადიო მაესტრო“ თითქმის ყოველ ერთ საათში საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თურმე განაცხადა, რომ: - „გახარიას, ღარიბაშვილის და გომელაურის არჩევა თანამდებობებზე, ხალხის მოტყუება და მომავალი არჩევნებისათვის წინასწარი პოზიციების გამაგრებისათვის გადადგმულ ნაბიჯია“. მთავრობის განცხადება, რომელიც საზოგადოებას სასწრაფოდ უნდა ეცნობოს, აუცილებელიცაა, რომ მასმედიამ საათში ერთხელ „ახალი ამბები“ მთავრობის საგანგებო ცნობით გახსნას, მაგრამ, ვიღაც მეთიუ ბრაიზას (სააკაშვილის ფეხსაცმელების „ჩისტილჩიკს“) შემოსავლის დაკარგვით გაბრაზებული ბრაიზას განცხადება, რატომ უნდა გაიმეოროს მთელი დღის განმავლობაში, საათში ერთხელ, ყველაზე სმენადმა რადიო „მაესტრომ“, თუ ის კეთილი სურვილებით არის განწყობილი ხალხისა და ქვეყნის წინაშე და რატომ უნდა ურეცხავდეს ტვინს ადამიანებს ხელისუფლების დანიშვნის პირველი დღიდანვე მათ წინააღმდეგ? მე რუსეთის მომხრე საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ, მე არ ვთვლი ჩემს თავს საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგედ. ქართველი ხალხის მტრები და ხელისუფლებაში დაბრუნების სენით შეპყრობილი „ნაციონალები“ არიან სწორედ ხალხის მტრები, განურჩევლად მათი ნაირგვარობისა, რომლებიც ასე აღიზიანებენ ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხს და მასმედიას. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც „აქლემების მწყემსის“, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ობამას პარალელურად, კენჭს იყრიდა ამერიკის ერთ-ერთი უგანათლებულესი პიროვნება გორი. ობამას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გორმა გულწრფელად მიულოცა პრეზიდენტად არჩევა, ხელი ჩამოართვა და თანამშრომლობა შესთავაზა. მე ვფიქრობ, დემოკრატია ეს არის და თქვენც ეს მაგალითი უნდა გადაგეღოთ თქვენი მასწავლებლებიდან და არა ის, რომ მასწავლებლებსაც თავი შეაძულეთ და მშობელ ქვეყანასაც. პარლამენტთან შვიდიოდე ცხვრის მირეკვა, როგორ უნდა შეადაროთ 350 000 ქართველი კაცის ციხის კარებთან მიყვანას, რაც თქვენ, „ნაციონალებმა“ 9 წლის განმავლობაში მოახერხეთ“, - წერს ონიანი.

 

 

 

big_banner
არქივი