logo_geo
მანანა თოქმაჯიშვილი: მინდა, მადლობა ვუთხრა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, ადამიანობისთვის!
- +

10 სექტემბერი. 2019. 13:01

 

„მინდა, საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნოდარი გავიცანი 2012 წლის გაზაფხულზე, რთული პერიოდი იყო. მოვიდა და შემოტანა გუნდში სილაღე, პოზიტივი, გულწრფელობა. დღეში ასჯერ რომ მოეთხოვა მედიას კომენტარი, ასივეჯერ მთელი გულით და პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს.

 

რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ, არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია).

 

არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა, არც იმის მჯერა, რომ სხვა დროსაც ასევე არ ჩავქოლავთ და არ გავიმეტებთ ადამიანებს...

 

უბრალოდ მინდა, საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!“ - წერს თოქმაჯიშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

 

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი