logo_geo
ბუბა ხოტივარი: დააკვირდით, ოპოზიცია სიტყვას არ ძრავს... ჩუმად არიან და მორჩა!
- +

10 სექტემბერი. 2019. 18:03

 

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დააკვირდით, ოპოზიცია სიტყვას არ ძრავს:

არც აბასთუმნის მთლიან განახლებასა და მისი უდიდესი ფუნქციის აღორძინებაზე,

არც ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის შენების პროცესზე,

არც ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე,

არც უამრავი ახალი ხიდის აგებასა თუ ძველის განახლებაზე,

არც ახალი გზების დაგებაზე,

არც ნებისმიერი სხვა დიდი საქმის კეთებაზე.

ჩუმად არიან და მორჩა!

 

თუმცა ამ ამბების შესახებ არც „ოცნება“ იღებს ხმას - ესენიც ჩუმად არიან და მორჩა!“ - წერს ხოტივარი.

 

 

big_banner
არქივი