logo_geo
ბონდო მძინარაშვილი ირმა ინაშვილს: დღეს შენ მტერსაც და მოყვარესაც დაანახე რეალობა!
- +

10 სექტემბერი. 2019. 20:25

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კრემერის დღე და ამერიკის მზის ჩასვენება საქართველოში

 

***

დღეს ამერიკელმა დიპლომატმა არა მხოლოდ ირმა ინაშვილს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქართველ კანონმდებელს მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ღირსება გათელა.

 

და ამას უყურებდნენ ქართველი პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები. უყურებდნენ მდუმარედ და მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ ქართველმა პატრიოტმა იდილია დაურღვია! ეს იყო მონების იდილია პატრონებთან!

 

მონობა მეტი კი არაფერია?!

 

სწორედ ასე იქცეოდნენ კოლონიზატორები დაპყრობილ ტერიტორიებზე. ამაზე უარესადაც! მონები კი მორჩილად შეჰყურებდნენ მოძალადეებს!

 

დღევანდელმა ფაქტმა, დევიდ კრემერის საქციელმა ნათლად გვიჩვენა, როგორი დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს, მისი მოქალაქეების და მისი კანონმდებლების მიმართ!

 

დღევანდელმა ფაქტმა ისიც გვიჩვენა, რომ ე.წ. მედასავლეთეები სინამდვილეში არიან მონები, რომლებიც ნებისმიერ მოძალადეს დანებდებიან და სიამოვნებასაც მიიღებენ.

 

დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ კონფერენციის ზოგიერთი მონაწილე უარს არაფერზე ეტყვის დევიდ კრემერს. არაფერზე! დიახ, დანებდებიან და დაუწვებიან!

 

მონობა მეტი კი არაფერია?!

 

იმპერიის ხასიათი ამჯერადაც გამოვლინდა, - მისთვის დაპყრობილი კოლონიის მცხოვრებლები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან, თუ არიან საერთოდ ადამიანები!

 

დღეს დევიდ კრემერმა დიპლომატისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ქცევით, გაუგონარი აგრესიით გვითხრა, რომ მათ შეუძლიათ დაგვამცირონ, აბუჩად აგვიგდონ, დაგვჩაგრონ, რადგან ძალა მათ მხარესაა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი კატასტროფა ის არის, რომ მათ მხარეს არიან მოღალატე ქართველები!

 

დღეს გამოიკვეთა, რომ ჩვენ, ქართველებმა ჩვენი სამშობლო უნდა დავიცვათ როგორც ხილული, ისე მეგობრის ნიღბით მოსული მტრისგანაც!

 

ამ ომს საქართველო მოიგებს!

 

ირმა ინაშვილი, დღეს შენ მტერსაც და მოყვარესაც დაანახე რეალობა!

 

დღეს შენ ნიღაბი ჩამოგლიჯე ადამიანებს, რომლებიც ფოჩიანი კანფეტებით და ცბიერი ღიმილით ცდილობენ ქართველების მოხიბვლას!

 

დღეს შენ გააშიშვლე ამერიკული პოლიტიკა საქართველოში!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი