logo_geo
გოდერძი შარაშია: თუნდაც ამისთვის ღირდა ეს ფილმი...
- +

11 სექტემბერი. 2019. 02:53

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე დღის წინ „იმედზე“ გავიდა გიორგი კალანდიას ფილმი „დახვრეტილი საქართველო“... იყო ბევრი წერილი, როგორ გაბედა, რას ემსახურება და აშ. დღეს ვკითხულობ მაშინდელი ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის რედაქტორის მოადგილის წერილს, სადაც ის ბოდიშს უხდის ქვეყანას და ნანობს, რომ ამის მონაწილე თვითონაც იყო. „იდეოლოგია არ არის იარაღზე ნაკლები ძალა და ვნანობ, რომ ამ დაპირისპირების მონაწილე მეც ვიყავი, ვნახე ეს ფილმი და ვნანობ მაშინდელს“ - თუნდაც ამისთვის ღირდა ეს ფილმი“, - წერს შარაშია.

 

 

 

big_banner
არქივი