logo_geo
თეა წულუკიანი: დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური...
- +

11 სექტემბერი. 2019. 17:02

 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმსაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს. და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი შენ, რაებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“,- წერს თეა წულუკიანი.

 

 

 

big_banner
არქივი